გიორგი გახარია - ივანიშვილის მუქარა ლევან გოგიჩაიშვილზე ფიზიკური თავდასხმის წახალისება იყო - იმედი მაქვს, გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდება

საქართველოს მოქალაქეებმა მოუსმინეს ივანიშვილის მუქარას და მეორე დღეს „ოცნების“ ორგანიზებული მოძალადეების ჯგუფი, მეტროში, ლევან გოგიჩაიშვილს ფიზიკურად უსწორდება - ივანიშვილის ეს მუქარა ამ ფიზიკური თავდასხმის წახალისება იყო - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმედი აქვს, რომ ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმის ფაქტს სამართალდამცავები დროულად გამოიძიებენ.

„აქ ყველაფერი ზედაპირზეა, საქართველოს მოქალაქეებმა მოუსმინეს ივანიშვილის მუქარას და წარმოუდგენელ ლექსიკას, ამის შემდეგ მეორე დღეს „ოცნების“ ორგანიზებული მოძალადეების ჯგუფი, მეტროში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ლევან გოგიჩაიშვილს ფიზიკურად უსწორდება. მცდელობა ჰქონდათ ამის. რა თქმა უნდა, ეს არის ძალადობის პირდაპირი წახალისება. მე არ მივცემ თავს იმის უფლებას, ვთქვა, რომ ეს ყო წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება, სანამ გამოძიება არ დასრულდება. იმედი მაქვს, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდება. თუმცა ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო, რომ ივანიშვილის ეს მუქარა იყო ლევან გოგიჩაიშვილზე, რომელიც ჩვენი პარტიის ლიდერია, ამ ფიზიკური თავდასხმის წახალისება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „გარეწარ“ გახარიას და მის თანაგუნდელებს გასამართლება მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ გახარია საქართველოსთვის” წევრს ლევან გოგიჩაიშვილს გუშინ თავს დაესხნენ. გოგიჩაიშვილს მეტროსადგურ “პოლიტექნიკურში” ოცამდე ახალგაზრდა თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში სტუმრად მიდიოდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს