რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - უახლოეს დღეებში საავადმყოფო სრულად განაახლებს მუშაობას - ამ ეტაპზე ახალი 150 თანამშრომელი გვყავს, საერთო ჯამში, 600-მდე თანამშრომელია

უახლოეს დღეებში რესპუბლიკური საავადმყოფო სრულად განაახლებს მუშაობას - ამ ეტაპზე ახალი 150 თანამშრომელი გვყავს, - ამის შესახებ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ალექსანდრე მესხმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკამ საქმიანობის ნებართვა მიიღო.

„მივიღეთ საქმიანობის ნებართვა. უახლოეს დღეებში სრულად აღდგება, იმ მასშტაბით, რითაც კლინიკა ფუნქციონირებდა. რაც შეეხება კადრების დაკომპლექტებას, შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი ნაწილი დასრულებულია. უახლოეს მომავალში დავიწყებთ ფუნქციონირებას. ამ ეტაპზე ახალი 150 თანამშრომელი გვყავს. საერთო ჯამში, 600-მდე თანამშრომელია“,- აღნიშნა ალექსანდრე მესხმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება