ირაკლი ქარსელაძე - მაგისტრალური გზები ის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელსაც  ინტენსიურად ვავითარებთ

წელს მაგისტრალური გზების განვითარების უკვე 6 წარმატებული შედეგი გვქონდა, რომელიც უკავშირდება, როგორც უმნიშვნელოვანესი პროექტების, ისე საეტაპო ფაზების დასრულებას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რიკოთის ახალი მაგისტრალური, ოთხზოლიანი გზის 48 კმ-ით უკვე შესაძლებელია შემცირებულ დროში გადაადგილება. მისი თქმით, ასევე, ბოლო თვეებში გაიხსნა ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზა, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მონაკვეთი, ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზა და ამ მიმართულებით მომდევნო წელიც შედეგიანი იქნება.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები რუსთავი-წითელი ხიდი-ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტზე, ასევე, მოსამზადებელი პროცედურებია დაწყებულია სამივე საგზაო დერეფნის - აღმოსავლეთ-დასავლეთის, კახეთისა და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით ახალი პროექტების განხორციელებისთვის.

„მომავალ წელს დაგეგმილია საგარეჯო-ბადიაურის გზის დასრულება და კახეთის მიმართულებით უკვე 52 კმ მაგისტრალური გზა გვექნება აშენებული. ასევე, გათვალისწინებულია ბადიაური-ჩალაუბნის, გურჯაანი-თელავისა და ლაგოდეხის შემოვლითი გზის მშენებლობა. დაგეგმილია ლილოს შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყება და თბილისში დასავლეთიდან შემოსასვლელ-გასასვლელი ახალი გზის მშენებლობა“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, ინტენსიური მოძრაობის განტვირთვისთვის იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება წიწამური-ჟინვალის მიმართულებით - ნატახტრის შემოვლითი გზის მშენებლობა.

„ჩვენ ვსაუბრობთ საგზაო მიმართულებით თვისობრივად სხვა განვითარების დონეზე მყოფ ქვეყანაზე. რეალურად, ყველა ამ საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობისთვის მხოლოდ 3 საათი დაგვჭირდება. სამუშაოების დასრულების შემდგომ სტეფანწმინდამდე მგზავრობას საათნახევარს, ხოლო თელავამდე 1 საათსა და 20 წუთს მოვანდომებთ“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე