ირაკლი ქარსელაძე - ბოლო 3 წლის პროექტების შედეგად, 350 ათასზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს 24 - საათიანი წყალმომარაგებით

ძალიან მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომელიც გვაქვს წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციასთან მიმართებაში. მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შედეგად, 350 ათასზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს 24 - საათიანი წყალმომარაგებით და ეს ტემპი გრძელდება ,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, 2025 წლის ბოლოს ყველა ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგებით. ქალაქების გარდა, 3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები მიმდინარეობს 100-ზე მეტ მდებარეობაში, რის შედეგადაც, დამატებით 300 ათას ადამიანს ექნება წვდომა 24 -საათიან წყალმომარაგებაზე.

ირაკლი ქარსელაძემ, ასევე აღნიშნა, რომ უკვე ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ქალაქ ვანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობის ხელშეკრულებას.

„მალე დაიწყება ძალიან დიდი პროექტი ვანისა და ბაღდათისთვის, რომელიც ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის და შესაბამისი გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას. დასკვნით ფაზაშია პროცედურები სამტრედიასთან მიმართებაში, სადაც ასევე დიდი მასშტაბის სამუშაოები დაიწყება“, -აღნიშნა მინისტრმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიის მხრივ თანამედროვე გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა და ასეთი ექვსი მაღალტექნოლოგიური გამწმენდი ნაგებობა ქვეყანაში უკვე ფუნქციონირება, 11 გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა კი მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს