სტუ-ის სტუდენტი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორიაა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი აგრძელებს პირველკურსელებისთვის ფაბრიკაციის ლაბორატორიის საქმიანობის გაცნობას. პროექტმა, მიმდინარე აკადემიურ წელს, უნივერსიტეტში სწავლება-სწავლის პროცესის დაწყებიდან დღემდე, 1500-ზე მეტი სტუდენტი მოიცვა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ფაბრიკაციის ლაბორატორიის საქმიანობის გაცნობის პროექტი უკვე მეორე წელია მიმდინარეობს და როგორც ფაბლაბის ხელმძღვანელი, გიორგი ფრანგიშვილი აცხადებს, უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს საშუალებას განავითარონ უნარები.

„ფაბლაბი ახორციელებს ორ, ერთმანეთთან დაკავშირებულ პროექტს. პირველი ეტაპი მოიცავს ლაბორატორიის გაცნობას. პირველკურსელებისათვის ეს არის პირველი ნაბიჯი მეცნიერებაში, იმდენად, რამდენადაც გარდა იმისა, რომ ისინი გაეცნობიან ჩვენივე სტუდენტების გამოგონებებს, რომელთა ვიზუალიზაცია ფაბლაბში მოხდა, ისწავლიან როგორ განახორციელონ იდეა. ფაბლაბი უკვე ორი წელია ახორციელებს პროექტს - „FREE - სტუდენტური მეწარმეობის პროგრამა“, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეში პირველად სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აქ, ჩვენთან, ლაბორატორიაში დაიწყო. ამ პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ფაბლაბი სტუდენტებს აძლევს ცოდნას, თუ როგორ დაამუშაონ იდეა საწყის პროტოტიპამდე. ასევე, სტუდენტს, ესკიზისა და მოდელირების საფუძვლების დაუფლების შედეგად, იდეა გაცილებით მაღალ დონეზე - საბოლოო ელექტრონული ვერსიიდან გამშვები დანადგარების ექსპორტამდე მიჰყავს. პროექტი 12-საათიან ტრენინგს მოიცავს და სტუდენტებისთვის საბაზისო ინფორმაციის სამი მიმართულებით გაცნობას გულისხმობს: აზროვნების ტექნოლოგია - ესკიზი და მოდელირება, ელექტრონიკა-პროგრამირება და პრაქტიკა-ვორშოპი. პროექტი მოკლევადიანია, მორგებულია სტუდენტების ინტერესებზე და სწრაფ, ეფექტურ შედეგზეა გათვლილი. ყველა პროექტი, მათ შორის, „FREE - სტუდენტური მეწარმეობის პროგრამა“, გათვლილია შედეგზე და მოიცავს პრაქტიკა-ვორკშოფის სამსაათიან სამუშაოებს. საბოლოო ჯამში, პროექტის ყველა პუნქტის დაცვით, სტუდენტებს შეუძლიათ საკუთარი უნარების მრავალმხრივ განვითარება. ერთი წინადადებით ჩვენი სამუშაო პროცესი ასეთია - ფაბლაბი სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტი ფაბლაბისა და სტუდენტებისთვის. ასეთი დამოკიდებულებისა და მხარდაჭერისთვის არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, ადმინისტრაციას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, პირველი კურსის სტუდენტის საბა ცინცაძის თქმით, ფაბლაბში გატარებულმა ერთმა დღემ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა.

„ეს იყო საინტერესო დღე, რომელმაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიმაღებინა. სამწუხაროდ, ქიმიის მიმართულება დღეს პოპულარული არაა, იმდენად, რამდენადაც მოითხოვს ღრმა ცოდნას. საერთო ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტი პირველ ნომრად ჩავწერე, რადგან ვიცოდი რომ აქ მაღალკვალიფიციურ ცოდნას მივიღებდი. ასევე, ვიცოდი, რომ ფაკულტეტზე მოქმედებდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიები. ჩემი მიზანია სწორედ ლაბორატორიაში მუშაობა და კვლევები. ფაბლაბის საქმიანობის გაცნობის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ სწორედ აქ განვახორციელებ ჩემს იდეებს, რაც სხვებს საშუალებას მისცემს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკაში, ვიზუალურად ნახონ შედეგი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ძალიან კარგი ბაზა აქვს, მომავალი, პროფესიონალი კადრების აღსაზრდელად, ფაბლაბი კი ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორიაა“, - აცხადებს საბა ცინცაძე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია