ირაკლი ქარსელაძე - იგეგმება მრავალფუნქციური სპორტკომპლექსების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით

ყველას გვახარებს ჩვენი სპორტსმენების მაღალი შედეგები და ამ შედეგების კიდევ უფრო გაზრდისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განხორციელდა. ქუთაისში აშენდა ოლიმპიური საცურაო აუზი, რომელმაც უკვე უმასპინძლა პირველ საერთაშორისო ტურნირს.

მისივე თქმით, დასრულდა მრავალფუნქციური სპორტკომპლექსების მშენებლობა რუსთავში, ბოლნისსა და წნორში. დასკვნით ეტაპზეა სპორტული კომპლექსების მშენებლობა ახალციხესა და ზუგდიდში, სადაც ორივე კომპლექსი ითვალისწინებს საცურაო აუზებს. განხორციელდა 11 სტადიონის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, გვემასპინძლა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის.

,,დღეს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა იმ მასშტაბურ პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს მრავალფუნქციური სპორტკომპლექსების მშენებლობას მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გვექნება შესაბამისი სპორტული დარბაზები, მოედნები, ასევე საცურაო აუზები და მრავალი სხვა სპორტული სივრცე, რაც გულისხმობს ყველა ასაკობრივი ჯგუფის ჩართულობას ჯანსაღი ცხოვრების წესში“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს