აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით კონფერენცია - „აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეთა შესაძლებლობები და გამოწვევები“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ორგანიზებით, სასტუმრო "ბილტმორში“ კონფერენცია გაიმართა, თემაზე: "აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეთა შესაძლებლობები და გამოწვევები", რომელშიც აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმა მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონფერენციაზე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოსვლები, ექსპერტთა პანელები და სამუშაო სესიები მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ წარმატებული ბიზნესოპერატორები, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის დეპარტამენტის უფროსმა ანა უგულავამ.

"მადლობას ვუხდი თითოეულ უწყებას, საერთაშორისო პარტნიორებს ინიციატივებისა და ჩვენი მხარდაჭერისთვის. მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი მოქალაქეები და გაერთიანებულ საქართველოში ერთად შევქმნათ ძლიერი, განვითარებული და ეკონომიკურად მდგრადი სახელმწიფო", - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის