„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა

სამგორის რაიონში, თბილისის მერიის მიერ განხორციელებული, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ პირველი პროექტი წარმატებით დაასრულა.

პროექტი ჯამში მოიცავს 89 ბინას და ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში 36 ოჯახი დაკმაყოფილდა სრულად გარემონტებული ბინებით.

„მნიშვნელოვანია, რომ მერიის პროექტი - ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის შესახებ წარმატებით ხორციელდება და ჩვენ მის პირველ შედეგს უკვე ვხედავთ. მოხარული ვარ, რომ აღნიშნული პროექტი დათქმულ ვადაზე ადრე დავასრულეთ.

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არის თბილისისთვის, ერთის მხრივ, სოციალური კუთხით და მეორეს მხრივ, სწორი ურბანული განვითარებისთვის. პროექტის ფარგლებში შეზღუდულია კორპუსის სართულიანობა, გათვალისწინებულია რეკრეაციული და მოსასვენებელი სივრცეები, რაც ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

ეს პროექტი ჩვენთვისაც იყო საპილოტე და აქ მიღებული გამოცდილება, გამოგვადგება უფრო დიდი მასშტაბის პროექტების განხორციელებაში, ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში. დამატებით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ პროექტში კარგად არის შერწყმული კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა და კომერციული ინტერესები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მობინადრეების საცხოვრებელი პირობები და ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება.

მოხარული ვართ, რომ შევძელით 36 ოჯახისთვის კარდინალურად შეგვეცვალა საცხოვრებელი პირობები და დამატებითი ბედნიერება შეგვეტანა მათ ცხოვრებაში”,- აცხადებს "ბიქეი ქონსთრაქშენის" მმართველი პარტნიორი შოთა ბერეკაშვილი.

ახალი კორპუსი არის 10 სართულიანი, ადაპტირებული და აღჭურვილი სახანძრო სისტემებით.

მოწყობილია ინფრასტრუქტურა, სადაც დაცულია ყველა სტანდარტი, იქნება ეს თანამედროვე ლიფტი თუ სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.

"ბიქეი ქონსთრაქშენი" 30-წლიანი გამოცდილების მქონე, წამყვანი სამშენებლო კომპანიაა. ამ ეტაპზე კომპანიის პორტფელშია 20-მდე მიმდინარე პროექტი. სამშენებლო სამუშაოების არეალი კი განისაზღვრება 1 000 000 კვ.მ-ით.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში