სოფო ჯაფარიძე - ბიძინა ივანიშვილის ოცნება, რომ საქართველო იყოს ქართველი ხალხის გარეშე, რომ საქართველო იყოს რუსეთის ნაწილი, ვერასოდეს ახდება

ბიძინა ივანიშვილის ოცნება, რომ საქართველო იყოს ქართველი ხალხის გარეშე, რომ საქართველო იყოს რუსეთის ნაწილი, ვერასოდეს ახდება, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" არის წარსული, ხოლო თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი, და აუცილებლად, 26 ოქტომბერს ჩვენ ამ გამარჯვებას გავაფორმებთ , - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში კოალიციის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ქართველი ხალხის გამარჯვებამდე და საქართველოს გადარჩენამდე დარჩა სულ ორი დღე და ამიტომ, საჭიროა ერთად დგომა.

"მოგესალმებით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უმაგრესი, ყველაზე ევროპული ქალაქიდან -ქუთაისიდან. ძალიან მიყვარხართ, გეფერებით თითოეულ ქუთაისელს, გეფერებით ადამიანებს, რომლებიც 12 წლის განმავლობაში შეუპოვრად იბრძოდით და რუსულმა რეჟიმმა ვერ გაგაჩერათ, ვერ მოგისყიდათ, ვერ გაგტეხათ და დღეს დგახართ ასე ამაყად და ერთგულად საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე. მეგობრებო! ქართველი ხალხის გამარჯვებამდე, საქართველოს გამარჯვებამდე და საქართველოს გადარჩენამდე დარჩა სულ ორი დღე. ამ სიტყვებს მე ტყუილად არ ვამბობ: უნდა დავდგეთ ერთად და ისევე, როგორც სულ რამდენიმე თვის წინ ქუჩაში გამოვიდა მთელი საქართველო, გამოვიდა და კიდევ ერთხელ, ხმამაღლა, ხაზგასმით თქვა: "კი ევროპას!" და "არა რუსეთს საქართველოში!". ქართველმა ხალხმა ამაყად აიტაცა ევროკავშირის დროშა და ამაყად ატარა ეს დროშა, რომელიც საქართველოში პირველად სწორედ ჩვენი ქვეყნის საამაყო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღმართა. ეს არის დროშა, რომლის დაშვებისთვისაც ბიძინა ივანიშვილის "ოცნება" ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მეგობრებო, ბიძინა ივანიშვილის ოცნება, რომ საქართველო იყოს ქართველი ხალხის გარეშე, რომ საქართველო იყოს რუსეთის ნაწილი, ვერასოდეს ახდება იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" არის წარსული, ხოლო თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი, და აუცილებლად, 26 ოქტომბერს ჩვენ ამ გამარჯვებას გავაფორმებთ", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს