სალომე ზურაბიშვილი - მე წარვადგენ პრემიერობის კანდიდატს, ვნახავთ, რაზე და როდის შევთანხმდებით - რთული იქნება, საუბრები იქნება, ესაა დემოკრატია, ადვილი არაფერი არ არის დემოკრატიაში, ბევრად ადვილია ერთი კაცის და ერთპარტიული მმართველობა

არსებობს საკონსტიტუციო ვადები, რა ვადებშიც წარდგენილი უნდა იყოს პრემიერი და მისი მთავრობა, ამას უნდა დავემორჩილოთ. რთული იქნება, საუბრები იქნება, ესაა დემოკრატია, ადვილი არაფერი არ არის დემოკრატიაში , - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, მან ოპოზიციური პარტიების შეხედულებები გაითვალისწინა, არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით.

„ქარტია ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტი წარადგენს პრემიერ-მინისტრს, მაგრამ დემოკრატია ის არის, რომ ჩვენ ერთმანეთი გავითვალისწინოთ. მე გავითვალისწინე, ამ შემთხვევაში ოთხივე პარტიის შეხედულება, რომ ეს საკითხი ჯობდა არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილიყო. ამაზე გვექნება საუბარი, მე წარვადგენ ჩემს კანდიდატს, ვნახავთ, რაზე და როდის შევთანხმდებით.

არსებობს საკონსტიტუციო ვადები, რომელ ვადებშიც წარდგენილი უნდა იყოს პრემიერი და მისი მთავრობა და ამას უნდა დავემორჩილოთ. რთული იქნება, საუბრები იქნება, ესაა დემოკრატია, ადვილი არაფერი არ არის დემოკრატიაში, ბევრად უფრო ადვილია ერთი კაცის და ერთპარტიული მმართველობა, მაგრამ ეს არ არის ის რაც საზოგადოებისთვის ყველაზე მარტივი და მისაღებია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება