სალომე ზურაბიშვილი ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე - კომპრომისამდე მივალთ - მე არ ვარ მზად, ვიდიქტატორო და ვუთხრა პარტიებს, რომ ჩემი ხედვა არის ერთადერთი და მართალი

ვისაუბრებთ არჩევნების მერე, მივალთ კომპრომისამდე და ეს კომპრომისი იქნება ყველაზე სასურველი საზოგადოებისთვის, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რატომ არ წარადგინა პრემიერობის კანდიდატი არჩევნებამდე.

ზურაბიშვილის თქმით, არ დაიწყებდა დიქტატორობას პარტიებთან, რომლებსაც ჰყავთ თავისი ამომრჩეველი და გეგმა აქვთ.

“დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ როცა საჭიროა კომპრომისი, კომპრომისზე უნდა წახვიდე, როცა საჭიროა დათმობა, დათმობაზე უნდა წახვიდე, როცა შედიხარ დიალოგში, უნდა მოისმინო სხვისი აზრი და გაიგო, რატომ აქვს ეს პოზიცია. ეს არის ის, რაც მოხდა. მე მაქვს ჩემი პოზიცია და ვთვლი, რომ ალბათ, ყველაზე სასურველი არის ტექნიკური მთავრობა, მაგრამ მე არ ვარ მზად, რომ ვიდიქტატორო და ვუთხრა პარტიებს, რომლებსაც ჰყავთ თავიანთი ამომრჩეველი და აქვთ თავიანთი ხედვა, რომ ჩემი ხედვა არის მაინც და მაინც ერთადერთი და მართალი.

ვისაუბრებთ არჩევნების მერე, მივალთ კომპრომისამდე და ეს კომპრომისი იქნება ყველაზე სასურველი საზოგადოებისთვის.

ქარტიაში წერია, რომ პრეზიდენტი წარადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და ასეც იქნება, ამის შემდეგ, ცხადია, ყველაფერში იქნება კონსულტაციები, საუბრები და ერთად გადავწყვეტთ ყველაფერს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება