პრეზიდენტი - ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯები იქნება ის, რაც გაწერილია „ქართულ ქარტიაში“ - რუსეთთან ურთიერთობები ალბათ, მერე იქნება გასარკვევი

ახალი პარლამენტის და ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯები იქნება ის, რაც გაწერილია „ქართულ ქარტიაში“ და რაც მოითხოვს პარლამენტის და მთავრობის სრულიად მთელ ძალისხმევას, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვას.

კერძოდ, ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა: „თუკი კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება გახდება საჭირო, რა უნდა იყოს ე.წ. ტექნიკური მთავრობის პირველი ნაბიჯები საშინაო და საგარეო მიმართულებით, მათ შორის უშუალოდ რუსეთთან ურთიერთობების კუთხით. ვგულისხმობ, იგივე, პირდაპირი ფრენებისა და უვიზო მიმოსვლის საკითხებს და სანქციების დაწესება-არდაწესების თემას“.

პრეზიდენტის თქმით, მას არ ჰგონია, რომ ახალი პარლამენტის და ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯები დაკავშირებული იქნება რუსეთთან ურთიერთობაზე.

„არა მგონია, რომ ახალი პარლამენტის და ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯები იყოს დაკავშირებული რუსეთთან ურთიერთობებზე. პირველი ნაბიჯები იქნება ის, რაც გაწერილია „ქართულ ქარტიაში“ და რაც მოითხოვს პარლამენტის და მთავრობის სრულიად მთელს ძალისხმევას, რათა ჩვენ შევასრულოთ ის, რაც წერია „ქართულ ქარტიაში“, რაც საკმაოდ ნათელიცაა და რთულიცაა გასაკეთებლად. რუსეთთან ურთიერთობები ალბათ, მერე იქნება გასარკვევი, ახალ მთავრობასა და ახალ პარლამენტს შორის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი