გია ჯაფარიძე - ჩვენ ვიქნებით ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს - გელოდებით ყველას საქართველოში მოსკოვის დასამარცხებლად

ჩვენ წინ აღვუდგებით ივანიშვილის მცდელობას, დაქუცმაცებული მიართვას საქართველო რუსეთს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ გავაერთიანებთ საქართველოს, გავაერთიანებთ ოჯახებს ევროპის კავშირში გაწევრიანებით, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გია ჯაფარიძემ ქუთაისში გამოსვლის დროს განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, 5 ნომერს აქვს საქართველოში აღმშენებლობის გამოცდილება.

„მოგესალმებით ბაგრატის ტაძრის ეზოდან, ტაძრის, რომელიც არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. მოგესალმებით ძირძველი კოლხეთის მიწიდან და სწორედ ამ ადგილიდან კიდევ ერთხელ ვიტყვი და ვიტყვით: ჩვენ არასდროს მოვუხდით ბოდიშს ოკუპანტებს! ჩვენ წინ აღვუდგებით ივანიშვილის მცდელობას, დაქუცმაცებული მიართვას საქართველო რუსეთს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ გავაერთიანებთ საქართველოს, გავაერთიანებთ ოჯახებს ევროპის კავშირში გაწევრიანებით. ჩვენ ამას შევძლებთ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საქმის კეთების გამოცდილება. 5 ნომერს აქვს საქართველოში აღმშენებლობის გამოცდილება. შეგახსენებთ, რა იყო საქართველო 2004 წლამდე: საქართველო იყო მოხსენიებული სახელმძღვანელოებში, როგორც შეუმდგარი, დისფუნქციური სახელმწიფო, ორ წელიწადში კი, იმავე სახელმძღვანელოებში, საქართველო იყო მოხსენიებული, როგორც ლიდერი რეფორმატორი სახელმწიფო. ხუთმა ნომერმა შეძლო საქართველოში კრიმინალის დამარცხება, ხუთმა ნომერმა დაამარცხა კორუფცია მთელ ქვეყანაში და განათლების სისტემაში, სწორედ ხუთმა ნომერმა დაიწყო ის რეფორმები საქართველოში, რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფო! დიახ, ჩვენ ავაშენეთ იუსტიციის სახლები, ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირთან ასოცირების მოლაპარაკებები, ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები, ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას და ერთადერთი წინაღობა დღეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არის "ქართულ ოცნებად" წოდებული რუსული კოშმარი. დიახ, ჩვენ, ხუთი ნომერი შევძლებთ, რომ დავასრულოთ საქართველოში ის პროცესი, რომელიც დავიწყე ვარდების რევოლუციის შემდეგ, გააფერადეთ ხუთიანი - ჩვენ ვიქნებით ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც დააბრუნებს საქართველოს ევროპულ გზაზე, რომელიც გაამთლიანებს დაყოფილ ოჯახებს საქართველოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტების დაბრუნებით, რამდენიმე საათში გელოდებით ყველას ივანიშვილის მოსაშორებლად, საქართველოში მოსკოვის დასამარცხებლად!", - განაცხადა გია ჯაფარიძემ ქუთაისში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება