პრემიერ-მინისტრი წყალბურთელთა კლუბ „დინამო თბილისის" შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, წყალბურთელთა კლუბ „დინამო თბილისის" შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერას დაესწრო, რომლის სახელწოდებაა „32 წუთი".

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“დოკუმენტური ფილმი ასახავს კლუბ „დინამო თბილისის" ისტორიას, რომელიც 1938 წლიდან იწყება. 1992 წელს კლუბმა არსებობა დროებით შეწყვიტა, 25 წლის შემდეგ კი, მოქმედმა წყალბურთელებმა კლუბი ხელახლა დააფუძნეს. იმავე წელს „დინამო თბილისი" საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა და 2023 წლის მონაცემებით, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონია. „დინამო თბილისი" ასევე ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის