შალვა პაპუაშვილი - მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ქუდზე კაცს, 26 ოქტომბერს, მოვუწოდო იმისთვის, რომ საბოლოოდ დავაგვირგვინოთ გამარჯვებით ეს საარჩევნო მარათონი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, 23 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაზე მოსულ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.

მან მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ და აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 23 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდა. ყველამ დაინახა ის ასობით ათასი მოქალაქე - მშობლები, შვილები, ექიმები, საჯარო მოხელეები, ყველა, ვისაც გული შესტკივა საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს რეალური სახე. ეს არის ის ღირსეული საქართველო, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებით დააგვირგვინებს ამ საარჩევნო კამპანიას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას და ყველას, ქუდზე კაცს, 26 ოქტომბერს, მოვუწოდო იმისთვის, რომ საბოლოოდ დავაგვირგვინოთ გამარჯვებით ეს საარჩევნო მარათონი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება