შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობის“ ბილბორდებზე მათივე საწინააღმდეგო ბანერების გადაკვრაზე - კარგია, რომ საქართველოს პატრიოტები ფაშისტურ გამოვლინებებზე სათანადო პასუხს სცემენ

კარგია, რომ საქართველოს პატრიოტები ასეთ ფაშისტურ გამოვლინებებზე სათანადო პასუხს სცემენ, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტი, რომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბილბორდებზე, ამავე გაერთიანების საწინააღმდეგო ბანერები გადააკრეს.

პაპუაშვილის თქმით, ეს არის ქართველების პასუხი „უსამშობლოების“ მიმართ, რომლებმაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოსახლეობა მტრად გამოაცხადა.

„ეს, როგორც ჩანს, არის ქართველების პასუხი იმ უსამშობლოების მიმართ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გამოაცხადეს მტრად. ამას აკეთებდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია, ამას აკეთებდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მედია, „რადიო თავისუფლება“, რომელიც ავრცელებდა ამ მართლაც ფაშისტურ მოწოდებებს, რომ მთლიანად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გამოაცხადონ მტრად. ამაზე მეტი ფაშიზმი სხვა რაღაა, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობას აცხადებ მტრად. ანუ მას აცხადებ შურისძიების, ძალადობის, ბულინგის, ზეწოლის სამიზნედ და ამას ავრცელებენ ის მედიასაშუალებები, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან . რა თქმა უნდა, მოსახლეობის უმრავლესობას როდესაც მტრად გამოაცხადებს რამდენიმე უსამშობლო ჯგუფი, ამაზე მოსახლეობას რომ ექნება რეაგირება, ვხედავთ და სავარაუდოდ, ასეც არის. კარგია, რომ საქართველოს პატრიოტები ასეთ ფაშისტურ გამოვლინებებზე სათანადო პასუხს სცემენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბილბორდებს, ამავე გაერთიანების საწინააღმდეგო ბანერები გადააკრეს.

ბანერებზე გაკეთებულია წარწერა: „ნაცების კლასტერი = უსამშობლო აგენტებს“ .

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს