უკრაინელებმა 12 ოლქში რუსეთის მიერ გაშვებული 36 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წუხელ უკრაინას 63 დრონით შეუტიეს, საჰაერო თავდაცვამ მტრის 36 დრონი გაანადგურა, 16 უპილოტო საფრენი აპარატი კი დაიკარგა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა Shahed-ისა და დაუდგენელი ტიპის დრონები დრონები რუსეთის ფედერაციის ორიოლის, კურსკისა პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებიდან გაუშვეს.

„მტრის 36 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება დადასტურდა ოდესის, კიევის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ლვოვის, რივნესა და პოლტავას ოლქებში. მათი უმეტესობა ჩამოაგდეს ოდესისა და კიევის ოლქებში. გარდა ამისა, 16 რუსული დრონი გაუჩინარდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე