შალვა პაპუაშვილი - პარლამენტი და ცესკო სტრატეგიული ობიექტი ყოველთვის იყო - თუ არავინ არაფერს აპირებს, რატომაა ეს პრობლემა და თუ ვინმე აპირებს, იცოდნენ, რომ ასეთი თავდასხმები არ შეიძლება

რატომ არის ეს პრობლემა, თუ არავინ არაფერს აპირებს - არც თავდასხმას არც ბლოკირებას [ცესკოს]? - ჩვენი დაკვირვებით ოპოზიცია და „ენჯეოები“ ემზადებიან, რომ არ აღიარონ არჩევნების შედეგები და მოაწყონ არეულობა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მთავრობის დადგენილებას, რომლის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ სამართლებრივი ბაზა გამართული იყოს და თუ ვინმე რამეს აპირებს, „იცოდნენ, რომ ასეთი თავდასხმები არ შეიძლება“.

„თუ არავინ არაფერს აპირებს, რა პრობლემაა? რადგან ეს კითხვა ისმება, წარმოიშობა საპასუხო კითხვა: რატომ არის ეს პრობლემა, თუ არავინ არაფერს აპირებს, არც თავდასხმას არც ბლოკირებას. როგორც ჩანს, ვიღაც რაღაცას აპირებს. ჩვენც ვთქვით, რომ 27 ოქტომბრისთვისაა მზადება.

ესეც ფროიდისეული წამოცდენაა იმაზე, რაც ჩანაფიქრები იყო, რომ პარლამენტზე, ცესკოზე და სხვა ასეთ შენობებზე შტურმი მიტანილიყო. 2020-ში, 2021-ში არ ვნახეთ ღობეები რომ გადაანგრიეს?

მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი ბაზა ამ მხრივ გამართული იყოს. თუ არავინ არაფერს აპირებს, რატომაა ეს პრობლემა და თუ ვინმე აპირებს, იცოდნენ რომ ასეთი თავდასხმები არ შეიძლება.

პარლამენტი და ცესკო სტრატეგიული ობიექტი ყოველთვის იყო”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმადაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

შესაბამის დადგენილებას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 23 ოქტომბერს მოაწერა.

დოკუმენტით ზუსტდება ის სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები, რომელთა ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ობიექტების ჩამონათვალშია მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაც.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება