შალვა პაპუაშვილი - ბოდიში, ჩვენ უცხო პლანეტიდან ჩამოსული ხელისუფლება ხომ არ ვართ, ჩვენ ვართ ხალხის მანდატით აღჭურვილი ხელისუფლება - ხვალ, ხალხი დაანახებს ყველას, როგორია გარედან თითის ქნევა

ჩვენ ამოვდივართ არა იქიდან ვინ, რას ამბობს - ასეთი გადაცემა იყო 90-იან წლებში „ამბობენ“, „ამბობენ-ზე“ კი არ ვართ ჩვენ, ჩვენ ჩვენი თვალები გვაქვს და ამ თვალებით ვხედავთ, ჩვენი ყურები გვაქვს და ამ ყურებით გვესმის, ჩვენი გონება გვაქვს იმისთვის, რომ განვსაჯოთ, რა არის ტყუილი და რა არის სიმართლე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, მსოფლიო მედია „ქართულ ოცნების“ შესახებ საუბრობს, როგორც რუსებზე და რას ნიშნავს ასეთი გამოხმაურებები.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ასე გამოხმაურებები აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს და ყველაფერზე პასუხი იქნება ხვალ, 26 ოქტომბერს.

„ხვალ, ქართველი ხალხი დაანახებს ყველას შიგნითაც და გარეთაც, როგორია გარედან თითის ქნევა, როგორია ქართველებისთვის მტრების წოდება და როგორია ქართველ ხალხზე დეზინფორმაციის გავრცელება. ყველაფერ ამაზე პასუხი იქნება ხვალ, საღამოს 8 საათზე.

ბოდიში, ჩვენ უცხო პლანეტიდან ჩამოსული ხელისუფლება ხომ არ ვართ, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მანდატით აღჭურვილი ხელისუფლება, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის ხელისუფლება, ასე ფიქრობენ დემოკრატიული ადამიანები და ვინც ხალხს და ხელისუფლებას ერთმანეთისგან აცალკევებს, ამას აკეთებენ ტოტალიტარული რეჟიმის და იდეოლოგიის მქონე ადამიანები, რომლებიც ხელისუფლება არ აიგივებენ ხალხთან. საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს იმ ხალხს, 23 ოქტომბერს რომ იხილა ოპოზიციამ და ორი დღეა ტრაურშია, ჩამოსტირით ცხვირ-პირი, დაინახეს, სად დგას ქართველი ხალხი. საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს იმ ხალხს, რომელიც 17 მაისს გამოსული იყო საქართველოს ქალაქების ქუჩებში და ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა ოპოზიციას, მათ აქტივისტებს, მათ ამომრჩევლებს, ხალხს, რომელიც ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და სოციალურ ქსელში ჩვეულებრივ ბოღმის გავრცელებიათ არიან დაკავებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს