თინა ბოკუჩავა - დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას ხვალ და უკვე კოალიციურ პარტნიორებთან ერთად მოვახდენთ შემდეგი კოალიციური ხელისუფლების ფორმირებას

დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას ხვალ და უკვე კოალიციურ პარტნიორებთან ერთად მოვახდენთ შემდეგი კოალიციური ხელისუფლების ფორმირებას, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგი გამართა, რომელსაც საერთაშორისო მედიის 30 წარმომადგენელი დაესწრო, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გავლენიანი გამოცემები, როგორებიცაა: BBC, POLITICO.

როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, 26 ოქტომბერს არჩევნებზე, საქართველოს მოქალაქეები ისტორიულ არჩევანს გააკეთებენ.

„ძალიან მაღალია საერთაშორისო მედიის ინტერესი ხვალინდელი ისტორიული არჩევნების მიმართ, ამაზე მოწმობს მათ შორის ის ბრიფინგი, რომელიც გავმართეთ 30 საერთაშორისო ჟურნალისტთან, სადაც წარმოდგენილი იყო BBC, POLITICO და ბევრი სხვა საერთაშორისო გამოცემა. ვისაუბრეთ მოლოდინებზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელ ისტორიულ არჩევნებზე ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები გააკეთებენ ევროპულ არჩევანს. ყველაზე მყარი და საიმედო გარანტი ხელისუფლების ცვლილების, ივანიშვილის მოშორების არის ნომერი 5, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას ხვალ და უკვე კოალიციურ პარტნიორებთან ერთად მოვახდენთ შემდეგი კოალიციური ხელისუფლების ფორმირებას.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება