ნიკოლოზ სამხარაძე გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებებზე - ეს ყველაფერი წინასაარჩევნო თაღლითობას ჰგავს და მეტს არაფერს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს ყველაფერი წინასაარჩევნო თაღლითობას ჰგავს და მეტს არაფერს“.

სამხარაძის თქმით, ის ბრალდებები, რაც „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსში მოხვდა ყველანაირ საფუძველს მოკლებულია, რადგან საინტერესოა, თუ მას ეს ინფორმაცია აქამდე ჰქონდა, რატომ არ მიმართა ან საგამოძიებო ორგანოებს, ან რატომ არ გამოვიდა და საჯაროდ არ თქვა.

“თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არჩევნებამდე ერთი დღეა დარჩენილი და ის უცბად აღმოჩნდება ოპოზიციურ ტელეარხზე და რაღაც ბრალდებებს გააჟღერებს რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის წინასაარჩევნოდ განკუთვნილი და ყველანაირ საფუძველს მოკლებული იმიტომ, რომ თუ მას ეს ინფორმაცია აქამდე ჰქონდა, მაშინ რატომ არ მიმართა ან საგამოძიებო ორგანოებს, ან თუ საგამოძიებო ორგანოებისთვის მიმართვა არ უნდოდა, მაშინ რატომ არ გამოვიდა და საჯაროდ არ თქვა ეს ყველაფერი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს