გიორგი ვაშაძე - ვეუბნები „ქართულ ოცნებას“, თქვენ დასრულებული ხართ! - როგორი სირცხვილია, პაპუაშვილი, კობახიძე და კალაძე მთელი ღამე დადიოდნენ, რომ ჩვენს ბანერებზე რაღაც დაეკიდებინათ

ვეუბნები „ქართულ ოცნებას", თქვენ დასრულებული ხართ! - როგორი სირცხვილია, რომ პაპუაშვილი, კობახიძე და კალაძე მთელი ღამე დადიოდნენ ჩვენს ბანერებზე რაღაც დაეკიდებინათ. ხვალ ეს ხალხი წარსულს უნდა ჩავაბაროთ! - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბილბორდებზე, ამავე გაერთიანების საწინააღმდეგო ბანერები გადააკრეს.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე დიდი გარანტიაა იმის, რომ "ქართული ოცნება" დამარცხდება.

„ვეუბნები "ქართულ ოცნებას", თქვენი დრო დამთავრდა, თქვენ დასრულებული ხართ. მით უმეტეს ეს ქმედება, რომელიც ჩაიდინეთ, კიდევ ერთხელ მიუთითებს რამხელა პრობლემის წინაშე დგახართ. თქვენც იცით, რომ ამ არჩევნებში მარცხდებით. ჩვენი უპირატესობა იქნება ძალიან მაღალი. "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე დიდი გარანტიაა იმის, რომ "ქართულ ოცნებას" დაამარცხებს. ჩვენ შეიძლება პირველ ადგილზე გავიდეთ ამ არჩევნებზე. ამასაც ვნახავთ. "ქართულ ოცნებას" ვუწინასწარმეტყველე 20%. 20%-ის დამადასტურებელია მათი ქმედებები ბანერებთან მიმართებაში.

როგორი სირცხვილია, რომ პაპუაშვილი, კობახიძე და კალაძე მთელი ღამე დადიოდნენ რომ ჩვენს ბანერებზე რაღაც დაეკიდებინათ და დილით რაღაც დარღვევებზე საუბრობენ. პაპუაშვილს უთხარით, რომ დაგინახეთ, როდესაც ჩვენს ბანერს რაღაცას კიდებდნენ. ეს არის იმის დადასტურება, ვინ არიან ეს ადამიანები",- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ხვალ, 20:00 საათზე დიდ გამარჯვებას იზეიმებენ.

„ხვალ, 20:00 საათზე, თქვენც, მეც ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას. ივანიშვილს მოვიშორებთ, ევროკავშირისკენ წავალთ, ამ უბედურებას წარსულში დავტოვებთ. მილოცვებს მივიღებთ უცხოელი პარტნიორებისგან, რომ ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. სწრაფად მივდივართ ევროკავშირისკენ. მთლი მსოფლიოს ყურადღება არის საქართველოსკენ“,- აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბილბორდებს, ამავე გაერთიანების საწინააღმდეგო ბანერები გადააკრეს. ბანერებზე გაკეთებულია წარწერა: „ნაცების კლასტერი = უსამშობლო აგენტებს“ .

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია