გიორგი კუპატაძე - ბილბორდების დაზიანებას ერთი ახსნა აქვს - „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ არჩევნებს აგებს

ბილბორდების დაზიანებას ერთი ახსნა აქვს - „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ არჩევნებს აგებს და მისი მთავარი მოწინააღმდეგე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობაა“, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კუპატაძემ განაცხადა.

კუპატაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან დამარცხდება.

„ერთადერთი, რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას „ოცნების“ მისამართით, ეს არის შიში. შიში იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, არათუ 60%, არამედ აბსოლუტურად უმცირესობაში არიან და მათ დამარცხებასთან ერთი დღე გვაშორებს. სწორედ ამას ემსახურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბანერების დაზიანებაც, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ამ არჩევნებზე მისი მთავარი კონკურენტი პარტია, რომელიც გაისტუმრებს ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას", არის სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. სწორედ მისდამი შიშის გამო იქცევიან ისინი ასე, მაგრამ ჩვენ ძალიან მშვიდად, მაქსიმალურად ბევრნი უნდა მივიდეთ ხვალ არჩევნებზე, უნდა იყოს მაქსიმალურად მაღალი აქტივობა და ასეთ შემთხვევაში „ოცნება“ წავა სახლში: ისინი დამარცხდებიან ქართველ ხალხთან“, - განაცხადა გიორგი კუპატაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბილბორდებს, ამავე გაერთიანების საწინააღმდეგო ბანერები გადააკრეს.

ბანერებზე გაკეთებულია წარწერა: „ნაცების კლასტერი = უსამშობლო აგენტებს“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს