გიორგი ვაშაძე გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებებზე - უსერიოზულეს ბრალდებებზეა საუბარი - სხვებსაც მოვუწოდებ, რომ რეფერენდუმისთვის თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია გაამჟღავნოთ, ხმამაღლა თქვით, ნუ შეგეშინდებათ

უსერიოზულეს ბრალდებებზეა საუბარი - სხვებსაც მოვუწოდებ, რომ რეფერენდუმისთვის თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია გაამჟღავნოთ, ხმამაღლა თქვით, ნუ შეგეშინდებათ. ჩვენი სამშობლო გადასარჩენია! - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ადამიანები, ვინც ბიძინას ივანიშვილის გარემოცვაში იყვნენ ძალიან კარგად ხედავენ, რამხელა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა.

„პირველი: უსერიოზულეს ბრალდებებზეა საუბარი, რაც წინასწარ ვნახეთ. მეორე: ეს უკავშირებდა იმას, რომ ადამიანები, ვინც იყვნენ ბიძინას გარემოცვაში ძალიან კარგად ხედავენ, რამხელა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ის, რომ ხვალ რეფერენდუმია. ამ რეფერენდუმში ჩუმად ყოფნის უფლება კი არავის აქვს.

სხვებსაც მოვუწოდებ, რეფერენდუმისთვის თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია გაამჟღავნეთ, ხმამაღლა თქვით, ნუ შეგეშინდებათ. ჩვენი სამშობლო გადასარჩენია. ევროპისკენ უნდა წავიდეთ“,- აღნიშნა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს