ლევან მაჭავარიანი - თემურ ჭყონია მუქარის ტონით მოუწოდებს თანამშრომლებს, რომ ხმა უნდა მისცენ ოპოზიციას, მაგრამ როცა ისინი მარტო დარჩებიან, იციან, რომ უნდა გააფერადონ მშვიდობა და 41

ჩვენთან გამოდის ეს ინფორმაციები, რომ ბატონი ჭყონია მოუწოდებს თავის თანამშრომლებს, თან მუქარის ტონით მოუწოდებს, რომ აუცილებლად ხმა უნდა მისცენ ოპოზიციას, მაგრამ მისი თანამშრომლები რომ შევლენ საარჩევნო უბანზე და მარტო რომ დარჩებიან, გაიაზრებენ, რომ მათ უკან დგანან ოჯახები, მშობლები და მათ ურჩევნიათ მშვიდობა. მათ არ უნდათ, არავის არ უნდა ქაოსი და არეულობა, რაღაცა ტექნიკური მთავრობა, ერთ წელიწადში რაღაცა არჩევნები და რაღაცა სისულელე ქარტია და ა.შ, რომელიც დღემდე ვერ გაგვაგებინა ვერავის ქალბატონმა ზურაბიშვილმა. შესაბამისად, მათი თანამშრომლებიც, ამ შემთხვევაში ბატონი ჭყონიას თანამშრომლებზე მაქვს ლაპარაკი, როდესაც მარტო დარჩებიან, იციან, რომ უნდა გააფერადონ მშვიდობა და იციან, რომ უნდა გააფერადონ 41 ნომერი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა თემურ ჭყონიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, თემურ ჭყონია წარმოადგენს ოპოზიციურ მხარეს და ზუსტად ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური განსხვავება „ქართულ ოცნებას“ და რადიკალურ ოპოზიციას შორის, რომ ოპოზიციონერები არიან მულტიმილიონერები, ფლობენ ამხელა კომპანიებს და არავის არასდროს შეუწუხებია.

„ბატონი ჭყონია პირდაპირ მხარეს წარმოადგენს, ოპოზიციონერია ჩვეულებრივად. სხვათა შორის ჩვენ დემოკრატიაზე ისიც მიუთითებს, გარდა იმისა, რომ აბსოლუტური თავისუფლება არის სიტყვის და გამოხატვის, მედიის აბსოლუტური თავისუფლება არის. აი, წარმოიდგინეთ ბიზნესი როგორია თავისუფალია, როდესაც ოპოზიციონერები არიან მულტიმილიონერები, ფლობენ ამხელა კომპანიებს და არავის არასდროს შეუწუხებია. ზუსტად ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური განსხვავება „ქართულ ოცნებას“ და რადიკალურ ოპოზიციას შორის“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია