გიორგი ვაშაძე - ველოდები „ქართული ოცნების“ უპირობო მარცხს - მათგან განსხვავებით ჩვენ ოპოზიციის განადგურებას, გაუქმებას და ნიურნბერგის პროცესებს არ ვაპირებთ

ხვალ ველოდები დიდ გამარჯვებას, ველოდები „ქართული ოცნების“ უპირობო მარცხს, ველოდები ივანიშვილის მოშორებას ამ ქვეყნის მმართველობიდან , - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისი მოსაზრებით, 23 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო დასკვნით ღონისძიებაზე მისული ადამიანების 70% „ოცნებას“ ხმას არ მისცემს.

„ძალიან ნირწამხდარი და ჩამოშლილია „ქართული ოცნება“. ოპოზიციის მიტინგზე ორჯერ მეტი ადამიანი იყო მოსული, ვიდრე „ქართული ოცნების“ ძალით ჩამოყვანილი ადამიანები, ვინც „ქართული ოცნების“ მიტინგზე იყო მისული, თავისუფლების მოედანზე - იმის 70% „ქართულ ოცნებას“ ხმას არ აძლევს. ადამიანები სახეებს ფარავენ. ოპოზიციის მიტინგზე სახედაფარული ვინმე გინახავთ?“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის მტკიცებით, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ნიურნბერგის პროცესს“ არ აპირებს.

„როგორც კი „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, პოლარიზაცია დამთავრება ამ ქვეყანაში. ისინი, როგორც პრორუსული ძალა, უნდა ისხდნენ პარლამენტში. ძალიან მინდა, რომ ივანიშვილი, კობახიძე, ის ადამიანები, ვინც სიაში ჰყავთ, ისხდნენ პარლამენტში და გაგვიწიონ ოპონირება. მათგან განსხვავებით ჩვენ ოპოზიციის განადგურებას, გაუქმებას და ნიურნბერგის პროცესებს არ ვაპირებთ. ევროპული სტანდარტი და ევროპული დემოკრატია ეს არის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე მოსაზრებით, „ქართული ოცნების“ შედეგი არჩევნებზე დაახლოებით 20% იქნება.

„თუ პროცესი იქება განუხრელად შესრულებული, რა თქმა უნდა, ვიტყვით, რომ სწორადაა ყველაფერი გაკეთებული. თუ რამე მანიპულაციას ექნება ადგილი, გვყავს ყველა უბანზე წარმომადგენელი, ბევრი კომისიის წევრია, ბევრი დამკვირვებელია და ამასაც გეტყვით, არ დაგიმალავთ. მე მათ ვუწინასწარმეტყველებ, რომ შეიძლება მათი შედეგი იყოს 20%, ან ცოტა მეტი, ან ცოტა ნაკლები. ყალბი რეალობა, რომელიც მათ შექმნეს, საბოლოოდ ჩამოინგრევა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია