"ქართული ოცნება" - საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან 100-მდე შეხვედრა ჩატარდა

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ მოსახლეობასთან 100-მდე შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ამომრჩევლებთან ბოლო შეხვედრები ლოტკინის დასახლებაში, ზღვისუბანში, ცოტნე დადიანის, ბენდელიანისა და სააკაძის ქუჩებზე ჩატარდა.

როგორც დელეგატმა აღნიშნა, ადგილობრივებთან 26 ოქტომბრის არჩევნების პრინციპულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე, მოისმინეს მოქალაქეების საჭიროებები და მმართველი გუნდის 4-წლიანი პროგრამა გააცნეს.

„ყველა ვთანხმდებით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ⁠რომ პროგრესი და კეთილდღეობა ომის პირობებში ვერ მიიღწევა, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი დამოუკიდებელი ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოს განვითარება და წინსვლა. ბოლო შეხვედრა სააკაძის ქუჩაზე ჩავატარეთ, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, თითოეულ ადამიანს, ვინც წინასაარჩევნო პერიოდში შეხვედრებს ესწრებოდა და გვერდში გვედგა. ძალიან დიდი მუხტი, ენერგია და შემართება იგრძნობა ამომრჩევლებში. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ღირსეული გამარჯვება გველის წინ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

დელეგატთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და „ქართული ოცნების“ ნაძალადევის შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე ესწრებოდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი