მარნეულში 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა

მარნეულში, 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა. სწორედ ამ დროიდან დაიწყეს ამომრჩევლებმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გაკეთება.

როგორც მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლელა ქრისტესიაშვილმა განაცხადა, უბნები დარღვევების გარეშე გაიხსნა.

“მარნეულის ოლქის შემადგენლობაში შემავალ უბნებზე დაახლოებით, 101 000-მდე ამომრჩეველი გვყავს. მარნეულის ოლქში 81 საარჩევნო უბანია, აქედან 41 სარჩევნო უბანი ელექტრონული წესით ახორციელებს ხმის მიცემას, ხოლო 40 უბანზე ტრადიციული გზით განხორციელდება კენჭისყრა. ყველა უბანი გახსნილია, შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს პროცედურები”, - განაცხადა ქრისტესიაშვილმა.

ცნობისთვის, მარნეულში 101 572 ამომრჩეველი და 81 საარჩევნო უბანია. 40 საარჩევნო უბნაში ხმის მიცემა ძველი, არაელეტქრონული მეთოდით მოხდება, 41 უბანში კი ელექტრონულით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს