ირაკლი კობახიძე - როგორც კი დასრულდება არჩევნები და ომი უკრაინაში, სრულად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან - 8-ჯერ მოატყუეს ხალხი და 8-ჯერ მოიგო „ქართულმა ოცნებამ“ - ეს იქნება მე-9 შემთხვევა

როგორც კი დასრულდება არჩევნები, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, სრულად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. გვაქვს ძალიან კარგი სიგნალები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ურთიერთობები იმაზე უფრო მალე გადაიტვირთება, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზი.

„2012 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს რეკორდული მხარდაჭერა. [ოპოზიციაში] სინამდვილეში ძალიან კარგად იციან, როგორია რეიტინგები. არასდროს ვცდებით ხოლმე, როცა ვსაუბრობთ, არასდროს ვატყუებთ ხალხს. 8-ჯერ მოატყუეს უკვე ქართველი ხალხი და 8-ჯერ მოიგო „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად არჩევნები. თუმცა მათ არა აქვთ სინდისი და ნამუსი, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ჩახედონ თვალებში საკუთარ ამომრჩეველს, მას შემდეგ რაც 8-ჯერ მოატყუეს. მათ 8-ჯერ უთხრეს ტყუილი საკუთარ მხარდამჭერებს, რომ იგებდნენ არჩევნებს, თუმცა შემდეგ საერთოდ არ რცხვენოდათ, როცა დამაჯერებლად აგებდნენ. ეს იქნება მე-9 შემთხვევა, როცა ოპოზიცია ძალიან მძიმედ წააგებს ამ არჩევნებს. ჩვენ ველოდებით მილიონზე ბევრად მეტ ხმას ამ არჩევნებში და ეს იქნება რეკორდული მაჩვენებელი. ამ მაჩვენებს აქვს რამდენიმე მიზეზი: 1. ჩვენს ქვეყანას უმძიმესი შანტაჟისა და ზეწოლის მიუხედავად შევუნარჩუნოთ მშვიდობა. 2. ამ ოთხი წლის განმავლობაში 40 მლრდ ლარით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა. შესაბამისად, შევამცირეთ უმუშევრობა, სიღარიბე ამ ქვეყანაში. გაიზარდა საშუალო ხელფასი. 60%-იანი რეიტინგი არ იძლევა მოდუნების საფუძველს, უნდა გამოვიდეს ქუდზე კაცი, თითოეული ხმა თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება ასევე საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ გვაქვს იმაზე უფრო ამბიციური მიზანი, ვიდრე ეს მხოლოდ უმრავლესობის მოპოვებაა. გვინდა მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, იმისთვის, რომ მაქსიმალური გარანტიები შევქმნათ ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის. სწორედ ამისთვისაა საჭირო ქუდზე კაცი. მხოლოდ ევროინტეგრაცია რომ იყოს მშვიდობის გარანტი, ამ შემთხვევაში, უკრაინაშიც იქნებოდა მშვიდობა. მაგრამ მშვიდობის ერთადერთი გარანტი არის ღირსება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ღირსეული დამოკიდებულება ყველას მიმართ. [პარტნიორების] არავითარი დაკარგვა არ მოხდება. როგორც კი დასრულდება ეს არჩევნები, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, სრულად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. გვაქვს ძალიან კარგი სიგნალები. მათ შორის გუშინდელ სიგნალებსაც ვგულისხმობ. გვაქვს არაჩვეულებრივი სიგნალები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ურთიერთობები ძალიან მალე გადაიტვირთება, იმაზე უფრო მალე, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზი. ვგულისხმობ სიგნალებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან. ვგულისხმობ კომუნიკაციას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან“, - განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია