ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-9 საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-9 საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ამომრჩევლის მიერ კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის ხმის მიცემის პროცედურას მოჰყვა, რის შემდეგაც უბნიდან „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი გააძევეს.

„მე-9 უბნიდან „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელი გააძევეს, რის შემდეგაც ამ უბანზე მოვედი. შიგნით საკმაოდ ბევრი დამკვირვებელი იყო, მოვიდა საოლქო კომისიის წევრი, ხოლო სადაც კაბინა არის, მანდ მუშაობდა ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრი, არ ვიცი, რომელი ორგანიზაცია იყო. ამომრჩეველი შევიდა კაბინაში, რომელიც ხაზავდა კონკრეტულ პარტიას. ამ დამკვირვებელს საოლქო კომისიის წევრმა უთხრა, აქეთ გამოწიე, რადგანაც ხედავ, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმაო. ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება. გამოვიდა ეს საოლქო კომისიის წევრი, რომელსაც ცემა ყველამ ერთად დაუწყო. გარეთ მოხდა დაპირისპირება, 20- მდე ადამიანი ურტყამდე“, - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ ზუგდიდის წარმომადგენელმა.

უბანზე მივიდა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრი“ ანა წითლიძე, რის შემდეგაც ასევე დაპირისპირება დაიწყო ანა წითლიძესა და „ტრენინგებისა და გაერთიანების ინსტიტუტის“ წარმომადგენელს, გიორგი წულაიას შორის. წითლიძე ამტკიცებდა, რომ გიორგი წულაია სინამდვილეში არის გიორგი ჯიქია, რომელიც ასრულებს „ქართული ოცნების“ დავალებებს და ყალბი პირადობის მოწმობითაა რეგისტრირებული უბანში. წითლიძის თქმით, სწორედ წულაიამ დაარტყა ხელი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება.

„ეს არის „ქართული ოცნების“ „ზონდერი“, რომელიც წინა არჩევნებზეც აკეთებდა ზუსტად იგივეს. „შავი დავალებების“ შემსრულებლად ჰყავთ ეს ადამიანი, მათ შორის ეს ადამიანი არის ის, ვინც ნარკოტიკულ ნივთიერებებს არიგებს და ვინც პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში იღებდა მონაწილეობას. მოვუწოდებ პოლიციას, რომ ეს ადამიანი გაიყვანონ“, - მიმართა წითლიძემ გიორგი წულაიას.

თავად გიორგი წულაიას თქმით, წითლიძის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებებს აქვს ადგილი.

„უზრდელი ხარ. შენ ვის უთითებ, სად წავიდეს. ცილისწამებით და არაადეკვატური ქმედებით გამოირჩევი, უღირსი ადამიანი ხარ. შენნაირი ადამიანების საკანონმდებლო ორგანოში არ უნდა ისხდნენ“, - უპასუხა წითლიძეს წულაიამ.

ადგილზე პოლიციაც იყო მობილიზებული, ამ დროისთვის მე-9 უბანზე სიმშვიდეა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია