რუსებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც, 3 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა

რუსებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც, 3 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დნიპროზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა“, - აცხადებს სერგეი ლისაკი.

ლისაკის ცნობით, დაშავებულებს შორის 4 ბავშვია, 8 ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, გუშინ საღამოს, რუსულმა ძალებმა კიევის მიმართულებით დრონები გაუშვეს. რუსული დრონი კიევში საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა და ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ერთი მოზარდი გოგონა დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს