რატი ბრეგაძე - წინ ბრძოლაა, რომელშიც გონიერება გაიმარჯვებს - ჩემი ოცნებაა დამშვიდებული, ძლიერი და ერთიანი საქართველო, რომელიც მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდება ევროკავშირის წევრი

წინ ბრძოლაა, რომელშიც გონიერება გაიმარჯვებს - ჩემი ოცნებაა დამშვიდებული, ძლიერი და ერთიანი საქართველო, რომელიც მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდება ევროკავშირის წევრი,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საკუთარ „ფეისბუქზე“ დაწერა.

მისი თქმით, „ენგურის ხიდზე ჩვენ მშვიდობით გადავალთ“.

„ჩემი ოცნებაა დამშვიდებული, ძლიერი და ერთიანი საქართველო, რომელიც მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდება ევროკავშირის წევრი.

წინ ბრძოლაა, რომელშიც გონიერება გაიმარჯვებს.

დადგება დღე, როდესაც აფხაზეთის სანაპიროზე ღიმილით მოსეირნე ჩვენს მომავალ თაობას არ ემახსოვრება, თუ როგორი სევდით, ნატვრითა და მომავლის იმედით გავცქეროდით აფხაზეთს.

ენგურის ხიდზე ჩვენ გადავალთ მშვიდობით. ჩვენ ეს შეგვიძლია! გაუმარჯოს საქართველოს“, - წერს რატი ბრეგაძე და ენგურის ხიდის ფოტოს აქვეყნებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს