ნიკა გვარამია - უპრეცედენტო აქტივობაა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები პრაქტიკულად, უკვე წაგებული აქვს - ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს

უპრეცედენტო აქტივობაა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები პრაქტიკულად, უკვე წაგებული აქვს - ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

„ამ წუთისთვის უპრეცედენტო აქტივობაა. აქტივობა შეადგენს 9.5%-მდე, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2012 წლის არჩევნების შემდეგ. მაშინ აქტივობა იყო დაახლოებით, 10%. სხვაობა თითქმის არ არის. ოდნავ დაბალია აქტივობა დასავლეთ საქართველოში იმიტომ, რომ ძალიან წვიმს, მაგრამ ეს წვიმა ჯერ ერთი არ უნდა იყოს შემაფერხებელი გარემოება და ძალიან გთხოვთ მიდით არჩევნებზე. მაგრამ ამასთან. წვიმა გადაიღებს როგორც ამინდის პროგნოზით ვხედავთ. „ქართულ ოცნებას“ არჩევნები პრაქტიკულად, უკვე წაგებული აქვს. ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს. ხმის მიცემის დინამიკა თუ ასე გაგრძელდება, 2 200 000-ზე მეტი ამომრჩეველი მივა, რაც გარანტირებულად ნიშნავს „ქართლი ოცნების“ დამარცხებას“, - განაცხადა გვარამიამ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა