გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილზე - მას პასუხი არ აქვს და ვერც ექნება, რადგან სიმართლის თქმა მოუწევს, პასუხი ამიტომ არ გასცა

მას პასუხი არ აქვს და ვერც ექნება, რადგან სიმართლის თქმა მოუწევს, პასუხი ამიტომ არ გასცა, - ასე გამოეხმაურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მის ინტერვიუზე გაკეთებულ მოკლე შეფასებას.

როგორც ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ბიძინა ივანიშვილს პასუხი ქართველი ხალხისთვის უნდა ჰქონდეს და ამ პასუხის გაცემა ძალიან მალე მოუწევს“.

„სიმართლე არის ის, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ცვლილება და ეს ცვლილება დღეს აუცილებლად მოხდება“,- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ დააკავებენ, ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ყველაფრისთვის მზადაა.

„არაფერს ველოდები, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ“,- აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ არჩევნებს, გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ „დღეს ეპოქალური არჩევნებია“.

„დღეს, ყველა ქართველმა, ყველა პატრიოტმა ჩვენი შვილებისთვის საქართველოს ევროპულ არჩევანს უნდა მისცეს ხმა. ჩვენი ადგილი ევროპაშია და დღეს ამას ქართველი ხალხი ნამდვილად დაამტკიცებს“,- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის გუშინდელ ინტერვიუს, სადაც მან ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვრცლად ისაუბრა, ივანიშვილი დღეს მოკლე კომენტარით გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილს „პასუხი არ სჭირდება!“.

„თუ მისი ინტერვიუ ნახეთ, იქ უკვე ყველაფერი იკითხება!”,- აღნიშნა ივანიშვილმა.

რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილის ინტერვიუს, ის სხვა საკითხებთან ერთად პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. ოფშორების კანონსაც შეეხო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს