მამუკა მდინარაძე ელექტრონული წესით ხმის მიცემაზე - ეს არის პროგრესი, ეს არის  ევროპული სტილის დემოკრატიული არჩევნები, სადაც მანიპულაციის საშუალება რჩება ძალიან ცოტა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი უკვე დააფიქსირა.

ხმის მიცემის შემდეგ მან ჟურნალისტებთან ელექტრონული წესით ხმის მიცემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გაყალბების თეორიული შანსიც კი გამორიცხულია.

„ეს არის პროგრესი, ეს არის ევროპული სტილის დემოკრატიული არჩევნები, სადაც მანიპულაციის საშუალება რჩება ძალიან ცოტა. ელექტრონულ არჩევნებში თეორიული შანსიც კი ირიცხება გაყალბების და ამიტომ არიან ისინი [ოპოზიცია] აგონიაში, რომ ამ შანსებზე ვეღარ ლაპარაკობენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება