ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 12:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განცხადებით, 12:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება. როგორც მესხმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაწერილია 5 პროცედურული საჩივარი, თუმცა ეს არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.

„ზუგდიდის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა არის 116 526. 12:00 საათიანი აქტივობა არის, 23 133 ამომრჩეველი. ამ ეტაპისთვის, რეგისტრირებული საჩივრების რაოდენობა არის 5, ოლქში არის 5 საჩივარი. პროცედურებთან დაკავშირებით საჩივრებია, დამკვირვებლებს შეეხება - პროცესის ხელის შეშლის გამო გაძევების აქტები შედგა, ეს კენჭისყრის შედეგებზე გავლენას არ იქონიებს. თვითონ საუბნო სარჩევნო კომისიებში პროცესები მშვიდად და წყნარად მიმდინარეობს. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა არის, უწყვეტი ნაკადი მოდის”, - განაცხადა მირანდა მესხმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება