ლევან მგალობლიშვილი - ჩემი არჩევანი მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ გავაკეთე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, დღეს თავისი არჩევანი აბაშაში განთავსებულ მე-7 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. ეს დღე ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს, ტერიტორიების გამთლიანებას და მის ღირსეულ წევრობას ევროკავშირში.

მე ხმა სწორედ ასეთ მომავალს მივეცი და ჩემი არჩევანი მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ გავაკეთე, რათა ჩვენმა შვილებმა სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვრონ.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობა, მათი პასუხისმგებლობის ფარგლებში სწორ არჩევანს გააკეთებს, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოებს ჩვენ მთავარ მიზანთან, ქვეყნის გაერთიანებასთან“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა, რომლის კომენტარსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!