მამუკა მდინარაძე - მოვუწოდებ „ნაცმედიის“ წარმომადგენლებს - ნუ დასდევენ კოორდინატორებს, ხელს უშლიან ამომრჩევლის მობილიზებაში, რაც არის ზემოქმედება საარჩევნო შედეგის შეცვლის მიზნით

მოვუწოდებ „ნაცმედიის“ წარმომადგენლებს - ნუ დასდევენ კოორდინატორებს, ხელს უშლიან ამომრჩევლის მობილიზებაში, რაც არის ზემოქმედება საარჩევნო შედეგის შეცვლის მიზნით, - ამის შესახებ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიის კოორდინატორებს უნდათ ჰქონდეთ სიები, რათა უზრუნველყონ ამომრჩევლების მიყვანა. მისივე თქმით, ეს არის ლეგიტიმური საქმიანობა, უშუალოდ პარტიის დავალებით ხდება ამომრჩევლის მობილიზება და ამაზე პასუხისმგებლობას სრულიად იღებს პარტია „ქართული ოცნება“.

„ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები დასდევენ ჩვენს კოორდინატორებს, რომ მათ აქვთ სია. მეგობრებო უნდა გავიგოთ ბოლო-ბოლო, რომ სიის ქონა არ არის არანაირი დანაშაული. პირიქით მოვუწოდებ, რომ ჩვენი მომხრეების სიები, რომლებიც მათ შედგენილი აქვთ ჩვენი, პირადად ჩემი მათ შორის მითითებების, თხოვნის თუ დავალებების, ჩვენ აქტივზე მაქვს საუბარი, შესაბამისად უნდა ჰქონდეთ დიახ ჩვენს აგიტატორებს, ჩვენ კოორდინატორებს და მათ უნდა უზრუნველყონ ამით, ამ სიის შესაბამისად ამომრჩევლების მიყვანა. ეს არის ლეგიტიმური საქმიანობა. რატომღაც სულ მალავენ ამ სიებს, რატომღაც სულ გაურბიან „ნაცზონდერებს“, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ერთ ერთი დავალების მიმცემი თუ თხოვნის გამხმოვანებელი, შიდა სტრუქტურულ სიტუაციაზე ვამბობ, პარტიულ სტრუქტურაზე ვამბობ, მეც ვარ, როგორც აღმასრულებელი მდივანი. ჩემი უშუალო დავალებითაც ხდება ის, რომ ხდება ამომრჩევლის მობილიზება, სრულიად ვიღებ ამაზე პასუხისმგებლობას და სრულიად იღებს პარტია „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას, რომ აქვს მილიონზე გაცილებით დიდი სია. ეს თუ კოორდინატორს აქ ექნება ხელში მე ხომ არ შევეხმიანები მილიონზე მეტ ამომრჩეველს. მილიონზე გაცილებით დიდი სიაა და ისინი ეხმიანებიან, უზრუნველყოფენ მათ გამოცხადებას, ზოგ შემთხვევაში სთხოვენ, ზოგ შემთხვევაში ტრანსპორტირებასაც კი სთავაზობენ თუ ის ვერ ახერხებს დროზე საარჩევნო უბანზე მისვლას. ეს არ არის დარღვევა. ყველას შეუძლია საკუთარი ამომრჩეველი დაამობილიზოს და ეს არის ლეგიტიმური საქციელი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მან ასევე ეუთოს სადამკვირვებლო მისიებს და სხვა დამკვირვებლებს მიმართა და მოუწოდა დააფიქსირონ ზემოთ ნახსენები დარღვევები.

„ვთხოვ ეუთოს სადამკვირვებლო მისიას, ასევე ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო დამკვირვებელს, რომ დააფიქსირონ ეს ფაქტები, როგორ დასდევენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით „ნაცმოძრაობის“ მედია საშუალებები, ჩვეულებრივი ზონდერები ჩვენს კოორდინატორებს, ამუნათებენ სიის ქონაზე, რომელიც აბსოლუტურად ლეგიტიმურია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე