მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ მერიაში ნებართვაზე განცხადება შეტანილი აქვს, რომ დღეს 20:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე აქცია გამართონ

ინფორმაცია მაქვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მერიაში ნებართვაზე განცხადება შეტანილი აქვს, რომ დღეს 20:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე აქცია გამართონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ჩამოშლილია, „უბრალოდ, ახალა ერთმანეთს აგიჟებენ, აგონიაში არიან“.

„მე ინფორმაცია მაქვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მერიაში ნებართვაზე განცხადება წესების დაცვით შეტანილი აქვს, რომ დღეს 20:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე აქცია გამართონ. ჯერ ერთი, რისი აქციის გამმართველები არიან, ჯერ ამას შევხედოთ. მეორე, აღნიშნული განცხადება გუშინ თუ გუშინწინ შეიტანეს, ისინი არჩევნებისთვის ემზადებიან, თუ პროვოკაციებისთვის და შემდეგ ამ პროვოკაციების საფუძველზე რაღაც საპროტესტო მუხტის ასაწევად? ხომ ასეა? - საპროტესტო მუხტის ასაწევად, ხომ? სხვა ლოგიკური დასკვნა შეუძლებელია. არაფრის თავი არ აქვთ. იმდენად ჩამოშლილები არიან (შიგნითაც დეტალური ინფორმაცია გვაქვს) უბრალოდ, ახლა ერთმანეთს აგიჟებენ, აგონიაში არიან. უნდა ვიცოდეთ, რომ აგონიაში მყოფი პოლიტიკური ძალა, განსაკუთრებით, აგენტურული ძალა, როცა თავის პატრონთან, იმ დავალებას ვერ ასრულებს, ანგარიშვალდებულია, რაღაც ნირწამხდარია და ცდილობს, რომ თავი მოიწონოს, ყველაფრის მკადრებელია.

აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად მაღალი მობილიზაციით, მაქსიმალურად სიმშვიდით, ეს არჩევნები მოვიგოთ და შემდეგ ყველას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ ეს არის ერი, რომელზეც გარედან ვერ იმოქმედებ. შემდეგ ყველას მოუწევს ჩვენ გველაპარაკონ, საქართველოს მაღალი ლეგიტიმაციით არჩეულ ხელისუფლებას, რომელსაც თავისი სამშობლო, ხალხი უყვარს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
აჰმედ ალნუაიმი – არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცენდენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა