გივი მიქანაძე მარნეულში მომხდარ ინციდენტზე - იკვეთება მოცემულობა, რომ დადგმული პროვოკაციაა - ადამიანი, რომელიც კადრებში ვიხილეთ, ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში მიზანმიმართულად ყრიდა

იკვეთება მოცემულობა, რომ ეს არის დადგმული პროვოკაცია - ოპოზიციას არანაირი ხელშესახები ფაქტორი არ აქვს გარდა იმისა, რომ პროვოკაციები მოაწყოს - ახლა მათი ერთადერთი ორიენტირი არის, რომ რაღაცა ფორმით მაინც მიაყენონ ჩრდილი არჩევნების ლეგიტიმაციას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი „სხვა პროვოკაციებსაც არ გამორიცხავს“.

ამასთან, როგორც მიქანაძემ აღნიშნა, „ნებისმიერი ადამიანის უმკაცრესი პასუხისმგებლობა დადგება, ვინც არჩევნების პროცესის ხელის შეშლას შეეცდება“.

„ის, რაც მარნეულში მოხდა, ყველა შემთხვევაში მიზანმიმართული პროვოკაციაა. ეს არის მოქმედება, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის კონკრეტულ ნიშნებს შეიცავს და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები ამ ფაქტის შესწავლით დაადგენენ. რეალურად, იკვეთება მოცემულობა, რომ ეს არის დადგმული პროვოკაცია. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანმა, რომელიც კადრებში ვიხილეთ, ბიულეტენების ჩაყრას საარჩევნო ყუთში მიზანმიმართულად ახორციელებდა; მან ძალიან კარგად იცოდა რას აკეთებდა. ისიც ძალიან კარგად იცოდა, რომ მას იღებდნენ. ასევე, ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ის გარემოება, რომ სწორედ „ნაცტელევიზიის“ წარმომადგენელი შეესწრო ამ ფაქტს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პროცესი მიმდინარეობს მშვიდ, წყნარ გარემოში. ოპოზიციას არანაირი ხელშესახები ფაქტორი არ აქვს გარდა იმისა, რომ პროვოკაციები მოაწყოს.

მათ იციან, არჩევნებს აგებენ, თან ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ამაზე მათი განცხადებებიც მეტყველებს. ამასთან, სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოწოდებები მათი ამომრჩევლის მიმართ - გაიღვიძეთ, მოდით უბნებზე და მოგვეცით ხმაო. შესაბამისად, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ახლა მათი ერთადერთი ორიენტირი არის, როგორმე დააზიანონ არჩევნების დღეს მიმდინარე პროცესები; რომ რაღაცა ფორმით მაინც მიაყენონ ჩრდილი არჩევნების ლეგიტიმაციას. ამიტომ, არ გამოვრიცხავთ სხვა პროვოკაციებსაც, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველას ვაფრთხილებთ, რომ უმკაცრესი პასუხისმგებლობა დადგება ნებისმიერი ადამიანის, ვინც არ უნდა იყოს ის, თუ კი არჩევნების პროცესს ხელს შეუშლის და არჩევნებში კანონსაწინააღმდეგოდ რაიმე ფორმით ჩარევას გაბედავს“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები მარნეულის 69-ე უბნიდან, სადაც ჩანს, მამაკაცი როგორ ყრის ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის