ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქოში სამი საჩივარია შესული

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქოში სამი საჩივარია შესული.

მისი თქმით, ორი საჩივარი პროცედურულ დარღვევებს შეეხება და ადგილზევე აღმოიფხვრა. ერთი კი, უბნის გარე პერიმეტრზე არსებულ მდგომარეობას ეხება, რომელზეც რეაგირებას საოლქო კომისია განსაზღვრულ ვადაში მოახდენს.

„საოლქოში შემოვიდა სამი საჩივარი. ორი მათგანი არის პროცედურული დარღვევებით, ორივე დაიწერა საარჩევნო უბანზე და რეაგირება ადგილზე მოხდა. რაც შეეხება მესამე საჩივარს, ეს დაიწერა უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში, ის ეხება საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრს, კერძოდ კი, მიკროავტობუსებით ამომრჩევლის მობილიზება ხდება. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს განსაზღვრული ვადები და შესაბამის ვადებში მოახდენს ამ საჩივარზე რეაგირებას“, - განაცხადა სალომე როდონაიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება