ცესკოს ინფორმაციით, მარნეულის #69 უბნის მონაცემები, სადაც ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ჰქონდა ადგილი, ბათილად გამოცხადდა

საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ მოიწვია სხდომა და მარნეულის #69 უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი - უბანზე პროცესი შეწყდა, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია ადგილზე იყო გასული და ფაქტი შეისწავლა.

„მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია ადგილზე იყო გასული და შეისწავლა ფაქტი. უბანზე შეწყდა პროცესი. საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ მოიწვია სხდომა და აღნიშნული უბნის [მარნეულის #69 უბნის] მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი.

ჩვენ როგორც სოც.ქსელებიდან გვაქვს ინფორმაცია და ვნახეთ ვიდეო, აღნიშნულ პირს საარჩევნო უბანზე ეკეთა წარმომადგენლის მოწმობა, თუმცა უფრო მეტ დეტალს, თუ რომელი სუბიექტის წარმომადგენელი იყო, ამის დადგენა შეგვიძლია და მოგვიანებით მოგაწოდებთ ინფორმაციას. უბანზე, სადაც პროცესი შეწყდება, პროცესი აღარ გრძელდება“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მარნეულის #69 უბანზე დარღვევაა.

კერძოდ, ვიდეოში ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.

ამასთან, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის ნინო ლომჯარიას ცნობით, პირს, რომელიც ბიულეტენების ჩაყრის კადრს იღებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„მარნეულის 69-ე უბანზე ჩვენ დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, როდესაც ის ბიულეტენების ჩაყრის აღნიშნულ კადრს იღებდა“, - წერს ლომჯარია.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე 3 პრიმა მუხლით (არჩევნების გაყალბება) დაიწყო, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს და ვადით ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს