ანა ნაცვლიშვილი - ვახტანგ გომელაური პასუხისმგებელია პოლიციის დანაშაულებრივ უმოქმედობაზე, როდესაც კონტროლირებადი, ძალადობრივი ჯგუფები, ზონდერები აგრესიით ცდილობენ საარჩევნო პროცესს ძირი გამოუთხარონ

ვახტანგ გომელაური პასუხისმგებელია პოლიციის დანაშაულებრივ უმოქმედობაზე, როდესაც ორგანიზებული, კონტროლირებადი ძალადობრივი ჯგუფები და ზონდერები აგრესიით ცდილობენ საარჩევნო პროცესს ძირი გამოუთხარონ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, „კონტროლირებადი ძალადობრივი ჯგუფები ცდილობენ არ მისცენ შესაძლებლობა ქვეყანას, რომ საარჩევნო პროცესი ნორმალურ ვითარებაში გაგრძელდეს“.

„მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და ვუთხრა, რომ ის პასუხისმგებელია პოლიციის დანაშაულებრივ უმოქმედობაზე, რასაც ახლა არაერთ უბანთან ვხედავთ, როდესაც ორგანიზებული, კონტროლირებადი ძალადობრივი ჯგუფები და ზონდერები ცდილობენ საარჩევნო უბნებზე თავდასხმა განახორციელონ. ასევე, აგრესიით ცდილობენ საარჩევნო პროცესს ძირი გამოუთხარონ, დააშინონ მოქალაქეები, დამკვირვებლები და არ მისცენ შესაძლებლობა ქვეყანას, ნორმალურ ვითარებაში გაგრძელდეს საარჩევნო პროცესი. პირადად გომელაური, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ პოლიცია არღვევს კანონს და არ მოქმედებს, როდესაც მოქმედება და მოძალადე ზონდერების შეჩერება ევალება, რომლებიც საარჩევნო პროცესს ესხმიან თავს; შეურაცხყოფას აყენებენ დამკვირვებლებს, მედიას და საარჩევნო გარემოს ნაცვლად იმისა, რომ ეს გარემო მშვიდი და ნორმალური იყოს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. გარემო მიჰყავთ ძალადობრივი, დაუშვებელი, უკანონო პროცესებისკენ.

ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა „ძლიერი საქართველოს“ თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც უპრეცედენტო ზეწოლის პირობებში მუშაობენ არაერთ უბანზე, რომ საქართველოს მოქალაქეების ხმა დაიცვან“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება