თინა ბოკუჩავა - მარნეულის 69-ე უბანზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ იგებდა, ამიტომ, დემონსტრაციულად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სისხლის სამართლის დანაშაული იმ მიზნით ჩაიდინა, რომ ეს უბანი გაუქმებულიყო

მარნეულის 69-ე უბანზე ოპოზიცია, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ იგებდა ამიტომ, ასე დემონსტრაციულად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სისხლის სამართლის დანაშაული იმ მიზნით ჩაიდინა, რომ ამ უბნის გაუქმება მომხდარიყო - უნდა მოხდეს ამ ადამიანის დაკავება, მაგრამ ამის ნაცვლად, თავისუფლად დადის და ცდილობს სხვა უბნებზე გავლენა მოახდინოს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მარნეულში განაცხადა.

მისი თქმით, იქ, სადაც ოპოზიცია იგებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პირდაპირ ფიზიკურ დაპირისპირებაზე მიდიან, იმისთვის, რომ შემდეგ აღნიშნული უბნები გაუქმდეს.

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ სულ რამდენიმე საათში ოპოზიციაში გადანაცვლება მოუწევთ.

„მარნეულში, 69-ე უბანზე საერთოდ გაუქმებულია შედეგები, დახურულია უბანი. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ იქ იგებდა ოპოზიცია და კონკრეტულად „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“. ეს ძალიან კარგად იცოდნენ და ამ ტენდენციას ვხედავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. იქ, სადაც ოპოზიცია იგებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პირდაპირ ფიზიკურ დაპირისპირებაზე მიდიან, იმისთვის, რომ შემდეგ გაუქმდეს აღნიშნული უბნები.

რა თქმა უნდა, ივანიშვილი, „ქართული ოცნება“ ძალიან კარგად ხედავს, რომ ამ არჩევნებში მარცხდება და მიმართავს ძალადობას, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც უპირატესობა აქვს ოპოზიციას.

„ქართული ოცნება“ მთელი საქართველოს საარჩევნო შედეგებს ვერ გააუქმებს და ვერ გააუქმებს იმ გამარჯვებას, რომელიც იქნება დიდი ეროვნული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ სულ რამდენიმე საათში მოუწევთ გადაინაცვლონ ოპოზიციაში,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები მარნეულის 69-ე უბნიდან, სადაც ჩანს, როგორ ყრის მამაკაცი მასობრივად ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პირი, რომელიც კადრებში ჩანს, მათი პარტიის წევრია და ის საკრებულოს დეპუტატია.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი