პრეზიდენტი - შს მინისტრს ვერ ვუკავშირდები, ვერც მის მოადგილეს უკავშირდება ჩემი ადმინისტრაცია, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს - მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი და ეფექტური

მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც ვერ ვუკავშირდები, სამწუხაროდ, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება მის მოადგილეს, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს და მინდა, რომ მას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი უფრო ეფექტური იმიტომ, რომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ იყოს ამ ტიპის დაძაბულობა ჩვენს საარჩევნო უბნებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებული მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ ტიპის დაძაბულობა, რაც ფიქსირდება საარჩევნო უბნებზე, საქართველოს არ ეკადრება.

პრეზიდენტმა ამასთან, მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას დაფიქსირებული აქტივობისთვის და დღის მეორე ნახევარში მათ მეტი აქტივობისკენ მოუწოდა.

„მე მინდა მივმართო ყველა ჩვენს მოქალაქეს და ვუთხრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი არჩევნები, აღვნიშნო, რომ ძალიან მაღალია აქტივობა და ეს არის ძალიან კარგი ნიშანი. ალბათ საჭიროა, რომ ეს გაგრძელდეს დღის მეორე ნახევარში და ველოდებით კიდევ უფრო მაღალ აქტივობას. არაჩვეულებრივი აქტივობაა, ასევე, საზღვარგარეთ, თუმცა იქ პირობები საკმაოდ მძიმე და რთულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი თანამემამულეები იქ მიდიან აქტიურად და მათ ძალიან დიდი მადლობა.

თუმცა, მე მინდა, ასევე, აღვნიშნო ძალიან ცუდი ფაქტები ძალადობის, რაც ხდება სხვადასხვა უბანზე - ხან მედიას აპარატურა დაუნგრიეს, ხან არის პირდაპირ ძალადობა, ჯგუფები არიან იქ შეკრებილი, რომლების ერთადერთი მიზანი არის, რომ იქ მოხდეს დაძაბულობა, კონფრონტაცია და ეს არის ძალიან სამწუხარო იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე, ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია. ეს არის სისუსტის მაჩვენებელი, ასე რომ, არავინ არ შეშინდეს ამით. მაგრამ ამის მიუხედავად, მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც ვერ ვუკავშირდები, სამწუხაროდ, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება მის მოადგილეს, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს და მინდა, რომ მას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი, უფრო ეფექტური, იმიტომ, რომ არ შეიძლება, დავუშვათ, რომ იყოს ამ ტიპის დაძაბულობა ჩვენს საარჩევნო უბნებზე. ეს ჩვენ არ გვეკადრება! ყველას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა მედიას, რომელიც ძალიან რთულ პირობებში მუშაობს - მათი ინფორმაციით ვართ ყველა და არაჩვეულებრივი გამბედაობა და ეფექტურობა დაამტკიცეს დღეს, მით უმეტეს, ქალებმა. დიდი მადლობა ყველას და ყველას მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, რომ არ დაიზაროთ - წადით არჩევნებზე! ჩვენი ქვეყნის ბედი თქვენ ხელშია და თქვენი გადასაწყვეტია!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება