კახა კალაძე - სასაცილოა ის დარღვევები, რაზეც აქცენტებს აკეთებენ - ერთ-ერთი საჩივარი დაწერილი იყო, თითქოს ერთმა დამკვირვებელმა მეორე დამკვირვებელი გადაკოცნა, ვიღაცამ თვალი ჩაუკრა, ვიღაც ვიღაცას მიესალმა

რაც შეეხება დარღვევებს, გულწრფელად ვიტყვი, სასაცილოა ის, რაზეც აქცენტებს აკეთებენ. მაგალითისათვის, ერთ-ერთი საჩივარი დაწერილი იყო, თითქოს ერთმა დამკვირვებელმა მეორე დამკვირვებელი გადაკოცნა, ვიღაცამ თვალი ჩაუკრა, ვიღაც ვიღაცას მიესალმა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, რომ არჩევნებს ზიანი მიაყენონ.

„წარმოუდგენელია, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები და სიყალბე. უბრალოდ, სურვილი აქვთ, რომ არანაირ საფუძველზე დაყრდნობილი მონაცემებით დაწერონ საჩივრები და ეს რაც შეიძლება მეტი იყოს. რეალურად, ამ საჩივრების შინაარსი სასაცილოა. ერთადერთი, რაც ამ ადამიანებს დარჩენიათ, არის მცდელობა იმისა, რომ არჩევნებს რაიმე ზიანი მიაყენონ. არ გამოუვათ იმიტომ, რომ მთელი საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა მოსახლეობას შეხვედროდა“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს