საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორ გოჩა ჩიტაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მკვლევრისა და პედაგოგის, გოჩა ჩიტაიშვილის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს ჩიტაიშვილის ოჯახს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტსა და საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„67 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გოჩა ჩიტაიშვილი. მკვლევარი, პედაგოგი, რომელმაც მრავალი წარმატებული და მაღალკვალიფიციური კადრი აღზარდა.

გოჩა ჩიტაიშვილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ნაყოფიერი 40 წელი აკავშირებს და ამ ხნის მანძილზე მან საუნივერსიტეტო საზოგადოებას და სტუდენტებს თავი დაამახსოვრა, როგორც მაღალკვალიფიციურმა, დიდბუნებოვანმა კოლეგამ და შესანიშნავმა პედაგოგმა.

სამძიმარს ვუცხადებთ, ჩიტაიშვილების ოჯახს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტსა და საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტს, მის მეგობრებს, კოლეგებს და აღზრდილებს“, - აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.

ინფორმაციისთვის, გოჩა ჩიტაიშვილი დაიბადა 1956 წ. 27 აგვისტოს, თბილისში. 1973-1978 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე ლითონსაჭრელი ჩარხები და იარაღების სპეციალობაზე და მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია.

1984 წლიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე და ეკავა ასოცირებული პროფესორის თანამდებობა. წლების განმავლობაში იყო მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრის გამგის მოადგილე, ასევე იყო საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2014 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე სივრცითი გეომეტრიული ამოცანების გადაწყვეტა AutoCAD-ის უახლესი ვერსიის გამოყენებით.

იყო მრავალი სახელმძღვანელოს, მეთოდიკური მითითებების, სამეცნიერო სტატიის და მონოგრაფიის ავტორი.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა