პარტია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ფოთში არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობს

პარტია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ ფოთში არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. პარტიის წევრის, დავით ხომერიკის თქმით, დაფიქსირდა თანხის დარიგების და ერთ ამომრჩეველზე ორი ბიულეტენის გაცემის ფაქტები. ის მოუწოდებს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომ მოახდინოს სათანადო რეაგირება.

„აქტივობა არის მაღალი, ჩვენს თანაქალაქელებს გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, მიუხედავად ამისა „ქართულმა ოცნებამ“ დილიდან დაიწყო სამარშრუტო ტაქსების მობილიზება, იყო თანხის დარიგების ფაქტები, ასევე ერთ ამომრჩეველზე ორი ბიულეტენის მიცემის შემთხვევა. ოპოზიცია დაკავებულია იმით, რომ სამარშრუტო ტაქსებში, სადაც სხედან "ქართული ოცნების" კოორდინატორები, მოვაშოროთ საარჩევნო უბნებს. მოვუწოდებ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, ნებისმიერ დარღვევაზე, რომელზეც ჩვენ საჩივრებს ვწერთ, მოახდინოს რეაგირება და მიიღოს მკაცრი ზომები“, - განაცხადა დავით ხომერიკმა.

პარტია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა ჯოჯუა აცხადებს, რომ უბნებზე მობილიზებულია საკრებულოს წევრები. მისივე თქმით, ისინი გამოირჩევიან აგრესიით.

„საკმაოდ დიდი მაჩვენებელია ამომრჩევლების, რაც უკვე გვაძლევს იმის შესაძლებლობას, ვივარაუდოთ კარგი შედეგი. საარჩევნო უბნებზე მობილიზებულია საკრებულოს დეპუტატები, რომლებიც განსაკუთრებით აგრესიით გამოირჩევიან, მოგვიწია რამდენიმე მათგანთან დაპირისპირება“, - განაცხადა ანა ჯოჯუამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის