გიორგი ვაშაძე - ჩვენი გამარჯვების მთავარი დასტური არის ის, თუ როგორ იქცევა „ქართული ოცნება“ - გადავიდნენ დაკავებებზე, 5 ადამიანი, „ევროპული ხმის მცველები“ დააკავეს აბსოლუტურად უკანონოდ

ჩვენი გამარჯვების მთავარი დასტური არის ის თუ როგორ იქცევა „ქართული ოცნება“- ისინი თავს ესხმიან დამკვირვებლებს, ისინი ავიწროებენ ადამიანებს, რომლებიც არ აძლევენ მათ არჩევნების მანიპულაციის შესაძლებლობას და ახლა უკვე გადავიდნენ დაკავებებზე - 5 ადამიანი, ევროპული ხმის მცველები, არიან დაკავებულები ახლა, ამ წუთას, აბსოლუტურად უკანონოდ,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან სამართალდამცველებს დაკავებულთა გათავისუფლებისკენ, მოსახლეობას კი საქართველოს ევროპული მომავლის განსამტკიცებლად, მეტი აქტივობისკენ მოუწოდა.

„ქართული ოცნება“ გამანადგურებლად მარცხდება და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ დიდი აქტივობისკენ. დარჩა 2 საათი არჩევნების დამთავრებამდე- ყველანი საარჩევნო უბნებზე, რომ იმდენად ძლევამოსილი იყოს ჩვენი გამარჯვება, არავის კითხვის ნიშნები არ გაუჩნდეს და არავის მანიპულაციის შესაძლებლობა არ ჰქონდეს. ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ და კიდევ ერთხელ ვიმარჯვებთ და მინდა, რომ ყველამ ერთად აღვნიშნოთ ეს გამარჯვება, ამიტომ, ვინც არ ყოფილა არჩევნებზე, ყველას გთხოვთ, რომ მოხვიდეთ.

ჩვენი გამარჯვების მთავარი დასტური არის ის, თუ როგორ იქცევა „ქართული ოცნება“- ისინი თავს ესხმიან დამკვირვებლებს, ისინი ავიწროებენ ადამიანებს, რომლებიც არ აძლევენ მათ არჩევნების მანიპულაციის შესაძლებლობას და ახლა უკვე გადავიდნენ დაკავებებზე - 5 ადამიანი, ევროპული ხმის მცველები, არიან დაკავებულები ახლა, ამ წუთას, აბსოლუტურად უკანონოდ. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ პოლიციისგან მათ გათავისუფლებას, ეს არის ტოტალურად უკანონო ქმედება. მე მივმართავ პოლიციელებს, რამდენიმე საათი დარჩა ამ ხელისუფლებას, ნუ სჩადიხართ უკანონო ქმედებას, ყველაფერი ხომ აღბეჭდილია კამერებზე, გადაღებულია ყველაფერი. ძალადობას ექნება კონკრეტული პასუხისმგებლობა კანონის შესაბამისად და უმკაცრესად ყველას მიმართ იქნება გამოყენებული კანონის ის მუხლები, რომლებიც ამ ძალადობას ახალისებს, რომლებიც უკანონო ქმედებებს ახალისებს. „ქართული ოცნება“ მარცხდება, თქვენ ხედავთ „ქართული ოცნების“ ნირწამხდარ წარმომადგენლებს, რომლებიც ხმასაც ვეღარ იღებენ, იმიტომ, რომ უპირატესობა არის ძალიან დიდი ჩვენ მხარეს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ კიდევ მივიდეთ არჩევნებზე. უცხოურ უბნებზე, სადაც დამთავრდა არჩევნები, კატასტროფული შედეგი აქვს „ქართულ ოცნებას“ -20%-იც არ აქვს, ფაქტობრივად, არც ერთ უბანში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად იგივე იქნება საქართველოში. მოვუწოდებ საზოგადოებას, ყველა ამ ძალადობაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს მეტი აქტივობა, მეტი ადამიანის მისვლა არჩევნებზე, რომ საქართველო გავიყვანოთ ევროკავშირის გზაზე, წავიდეთ წინ და ამ იზოლაციონისტებს ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ არა და უარი.“- განაცხადა ვაშაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა