ირაკლი კობახიძე - არაფერი ესაქმება სალომე ზურაბიშვილს შსს-თან, არც შინაგან საქმეთა მინისტრთან - მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ზურაბიშვილი ძალადობას ახალისებდა და ახლა მისი ნიანგის ცრემლები საინტერესო არაა

არაფერი ესაქმება სალომე ზურაბიშვილს შსს-თან, არც შს მინისტრთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ შს მინისტრს და მის მოადგილეს ვერ უკავშირდება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და სალომე ზურაბიშვილი უნდა დაემორჩილოს სუბორდინაციის სისტემას.

„ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ამ საპარლამენტო რესპუბლიკაში არსებობს ვერტიკალი, არსებობს მთავრობა, არსებობს სისტემა, სუბორდინაციის სისტემა, ამ სისტემას პატივი უნდა სცეს სალომე ზურაბიშვილმა. ის არღვევს ხოლმე კონსტიტუციას, თუმცა ამ შემთხვევაში მას არავითარი საშუალება არ ექნება, რომ წავიდეს კანონის და კანონმდებლობის წინააღმდეგ. ძალიან მარტივადაა აქ საქმე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ახალისებდა ძალადობას და ახლა ამისი ნიანგის ცრემლები ბუნებრივია არავისთვის არ არის საინტერესო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება